ახალი ამბები

ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი რუსეთის მსო–ში გაწევრიანებას მიეძღვნება

1 ნოემბერი, 2011 •
ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი რუსეთის მსო–ში გაწევრიანებას მიეძღვნება

დღეს, 1 ნოემბერს, 12:30 საათზე, საერთაშორისო პრეს-ცენტრ “რია ნოვოსტის” თბილისის ოფისში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვიდეოხიდი გაიმართება. აღნიშნულ ტელეხიდში ქართული მხარიდან მონაწილეობას მიიღებენ: პარტია “თავისუფალი საქართველო”-ს თავმჯდომარე კახა კუკავა, ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე, პარლამენტის წევრი პეტრე მამრაძე, ერეკლე მეორის ფონდის ხელმძღვანელი არჩილ ჩხოიძე.

მოსკოვიდან კი, პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის გენერალური დირექტორი სერგეი მიხეევი, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საინფორმაციო ბიუროს დირექტორი ალექსეი პორტანკი და პოსტსაბჭოთა სივრცის შესწავლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრ კარავაევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი