შრომის, ჯანმრთელობიას და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია ევროპის თირკმლის ასოციაციისა– ERA-EDTA და ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოების – ISN ინიციატივით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 120–მა ექიმ-ნეფროლოგმა მიიღო. კონფერენციაზე დასასწრებად ევროპის წამყვანი კლინიკენბის ცნობილი სპეციალისტები ჩამოვიდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, სემინარზე თირკმლის ქრონიკული დაავადებების კონტროლის ყველაზე თანამედროვე სტრატეგიები, მათ შორის მათი ადრეული გამოვლენისა და მენეჯმენტის საკითხები განიხილეს. მონაწილეემა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც, სამინისტროს ცნობით, თირკმლის ქრონიკულ დაავადებებზე ადეკვატური რეაგირებისათვის საჭირო რესურსსა და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
„მოხარული ვარ, რომ ასეთი მასშტაბის კონფერენციას ვმასპინძლობთ. მოგეხსენებათ, თირკმლის დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემები(დიალიზი, ტრანსპლანტაცია, ადრეული პრევენცია) ჩვენთვის აქტუალური საკითხებია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებს ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებისა და მუშაობის პრინციპებზე მსჯელობის საშუალება მიეცათ. ყოველივე ეს კეთდება იმისათვის, რომ მოსახლეობამ გაუმჯობესებული და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების მიღება შეძლოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობას, რომელიც საერთო მიზანს ემსახურება.”-აღნიშნა ანდრია ურუშაძემ კონფერენციაზე,– ავრცელებს ინფორმაციას სამინისტრო.




