ლიბიის ლიდერის პოლკოვნიკ მუამარ კადაფის დაღუპვის შემდეგ ატლანტიკურმა ალიანსმა ლიბიაში 7–თვიანი სამხედრო საჰაერო მისია დასრულებულად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ასოშეიტედ პრესი” ავრცელებს.
ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა ლიბიის ამჟამინდელ მთავრობას ქვეყანაში საჰაერო მისიის რამდენიმე კვირით გაგრძელებაზე უარი განუცხადა.
ტრიპოლში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის მოქმედებები ლიბიაში დადებითად შეაფასა.
“ალიანსის მოქმედებების შედეგად ლიბია გათავისუფლდა,” – განაცხახდა რასმუსენმა.
გასული შვიდი თვის განმავლობაში ნატოს საჰაერო ძალებმა ლიბიაზე 9 600 შეტევა განხორციელეს.