ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, პრესკონფერენციაზე დასასწრებად 200-მდე ჟურნალისტმა გაიარა რეგისტრაცია. პრესკონფერენცია თბილისის დროით 16.00 საათზეა დაგეგმილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
თავდაპირველად ივანიშვილმა პრესკონფერენციის ტრანსლირება ტელეკომპანიებს– “პირველ არხს”, “რუსთავი 2”-სა და “იმედს” შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დათანხმდა. 31 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ პრესკონფერენციის ტრანსლირებას იმდენი ხნით განახორციელებენ, რამდენ ხანსაც საინტერესო იქნება. ივანიშვილის პრესსამსახური აცხადებს, რომ თავდაპირველი შეთანხმებით მაუწყებელი თანახმა იყო 30-40 წუთი დაეთმო პრესკონფერენციისთვის პირდაპირ ეთერში.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ ცნობილი 7 ოქტომბერს გახდა, როცა მან ღია წერილი გამოაქვეყნა.
დღემდე ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუები მხოლოდ “როიტერსს” და ჟურნალისტებს– ია ანთაძეს და ნინო ჟიჟილაშვილს მისცა.