ახალი ამბები

შვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტები რუსეთის მსო–ში გაწევრიანების დეტალებს განიხილავენ

31 ოქტომბერი, 2011 •
შვეიცარიისა და საქართველოს პრეზიდენტები რუსეთის მსო–ში გაწევრიანების დეტალებს განიხილავენ

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი-რეი დღეს, 31 ოქტომბერს, ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან გამართული მოლაპარაკების დეტალებს გააცნობს.

ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გამრთულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდება დოკუმენტის საბოლოო განხილვა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დღის ბოლოს აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება საბოლოოდ მიიღწევა.

“იმედს ვიტოვებთ, რომ გათვალისწინებული იქნება ის კომპრომისული ხედვა, რომელიც შვეიცარიამ, როგორც მედიატორმა, წარმოადგინა. ეს წინადადება ჩვენი გადმოსახედიდან არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რუსეთისთვსიაც მისაღები უნდა იყოს… ჩვენი პრინციპული მოთხოვნა შვეიცარიელების მიერ წამოყენებულ დოკუმენტში იქნა გათვალისწინებული. ანუ ჩვენთვის უმთავრესი მოთხოვნა იყო, რომ დიფერენცირება არ ხდებოდეს ოკუპირებულ და არაოკუპირებულ საქართველოს შორის. საბოლოო ჯამში რა ფორმით აისახება ეს დოკუმენტში, უნდა მივანდოთ საბოლოო მოლაპარაკებებს, რომელიც დღეს შედგება”, – განაცხადა კალანდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი