ახალი ამბები

The New York Times: რუსეთის მსო–ში გაწევრიანება შესაძლოა რამდენიმე საათში გადაწყდეს

31 ოქტომბერი, 2011 •
The New York Times: რუსეთის მსო–ში გაწევრიანება შესაძლოა რამდენიმე საათში გადაწყდეს

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მთავარი მრჩევლის არკადი დვორკოვიჩის განცხადებით, რუსეთის მსო–ში გაწევრიანებისთვის საჭირო საკითხები, შესაძლოა, რამდენიმე საათში გადაწყდეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა “The New York Times” ავრცელებს.

პრეზიდენტ მედვედევის მთავარმა მრჩევლმა ამის შესახებ რუსეთისა და შვეიცარიის პრეზიდენტენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემები უახლოეს რამდენიმე საათში მოგვარდება”,- აცხადებს დვორკოვიჩი.

შვეიცარიელი შუამავლების მიერ წამოყენებული წინადადების თანახმად, საზღვრებს ისეთი ნეიტრალური მხარის კონტრაქტორები გააკონტროლებენ, როგორიც ევროკავშირია. 

“გაუგებარია, როგორი ცვლილებების შეტანა სურს რუსეთს შეთანხმებაში. რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ამ ფორმის კონტროლს, რომელსაც, შესაძლოა, მოსკოვის მიერ ქართული ანკლავების დამოუკიდებლობის აღიარება საფრთხის ქვეშ დაეყენებინა. დვორკოვიჩი გასულ კვირას გადაჭრით აცხადებდა, რომ ქართულ მხარესთან შეხვედრას არ აპირებდნენ”, – წერს New York Times.

გამოცემის ინფორმაციით, შვეიცარიის პრეზიდენტი მიშელინ კალმი-რეი დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი