ახალი ამბები

პრესსამსახური: სოზარ სუბარს პარტია არ დაუტოვებია

31 ოქტომბერი, 2011 •
პრესსამსახური: სოზარ სუბარს პარტია არ დაუტოვებია
“ქართული პარტიის” პრესსამსახურის განცხადებით, სოზარ სუბარს პარტია არ დაუტოვებია.    

“ბატონი სოზარი ახლა ჟენევაშია, სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის სხდომას ესწრება. აღნიშნულ კომიტეტს სულ ხუთი  მრჩეველი ჰყავს, მათ შორის არის სოზარ სუბარიც. ეს სხდომა ყოველწლიურად ტარდება და ბატონი სოზარიც იქ იმყოფება. იგი შაბათს წავიდა, კვირის ბოლოს დაბრუნდება. მას პარტია არ დაუტოვებია და იგივე თანამდებობაზეა. წასვლამდე პარტიაში ჩვეულებრივ დადიოდა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი