მემორანდუმის გაფორმებით მხარეები თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და აჭარის უმარლესი საბჭოს, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებასა და ობიექტურად გაშუქებას.
“ჩვენ ამ მემორანდუმის ხელმოწერას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ამომრჩეველთა განათლება მომავალ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთერებულად მნისვნელოვანი იქნება. აღნიშნულ მედია ასოციაციებს დიდი პოტენციალი აქვთ და მე ვფიქრობ, ეს სრულად იქნება გამოყენებული,”– აღნიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.
მემორანდუმს ხელი ოთხმა რეგიონულმა მედიაორგანიზაციამ, საქართველოს რეგიონული მედია ასოციაციის პრეზიდენტმა ია მამალაძემ, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა, საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის თავმჯდომარემ რამაზ სამხარაძემ და საქართველოს სატელევიზიო ქსელის პრეზიდენტმა ნანა თოხშუამ მოაწერეს.
“რაც უფრო მნიშვნელოვანია, კარგია, რომ ახლა დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა და არა არჩევნების პერიოდში. მემორანდუმის თანახმად, ჩვენ ცესკოსთან შევძლებთ ინფორმაციის სისტემატურად გაცვლას, ჟურნალისტთა შეხვედრების ორგანიზებას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. ჩვენი ორგანიზაცია 2005 წელს დაარსდა და 22 რეგიონულ მაუწყებელს აერთიანებს საქართველოში,“ – აღნიშნა საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმ დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა.




