ნეტგაზეთი | თურქეთის პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა თურქეთის პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა – Netgazeti
RU | GE  

თურქეთის პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეთ დავითოღლუ 22 მაისს პრემიერის თანამდებობას დატოვებს და სპეციალურ კონგრესზე მმართველი პარტიის (AKP) თავმჯდომარის პოსტიდანაც გადადგება.

BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა შიდაპარტიული დაპირისპირების საფუძველზე მიიღო. 4 მაისს მან შეხვედრა გამართა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან. პრემიერი არ ეთანხმება პრეზიდენტის გეგმებს, რომლის თანახმადაც თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე უნდა გადავიდეს.

სავარაუდოდ, დავითოღლუს პარტიის თავმჯდომარედ ტრანსპორტის მინისტრი ბინალი ილდირიმი ან ენერგეტიკის მინისტრი ბერატ ალბაირაკი ჩაანაცვლებენ.

თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პრეზიდენტად არჩევამდე, 2014 წლამდე, 11 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ამ ეტაპზე პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები შედარებით შეზღუდულია, ამიტომ ახლა პრეზდენტი ინიციატივით გამოდის, რომ გაიზარდოს მისი უფლებები. ერდოღანის განცხადებით, ეს დაეხმარება მას, უფრო ეფექტურად მართოს ქვეყანა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი