ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელს ვალერი ლევინს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ინფორმაციას ბიზნესმენის პრესსამდივნო ავრცელებს.
ვალერი ლევინს, რომელიც 22 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს, ძიების დასრულებამდე აკრძალული ჰქონდა საქართველოს საზღვრების დატოვება. ლევინი საქართველოს დღეს დატოვებს.
ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენლის დაკავების მიზეზი გახდა ქვები, რომელიც ყოველკვირეულ ჟურნალ „ქვების ენერგიას“ მოჰყვება და ვალერი ლევინს ბიზნესმენის შვილისთვის ჩამოჰქონდა მოსკოვიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევინის დაკავებისთანავე გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათი ოპერატიული ონფორმაციის საფეძველზე დაკავებულს საქართველოში რადიოაქტიული ნივთიერებები შემოჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევინი რამდენიმე საათში გაათავისუფლა, თუმცა, გამოძიების დასრულებამდე მას ქვეყნის დატოვების უფლება არ ჰქოდნა. შსს-მ ექსპერტიზის საფუძველზე დაადგინა, რომ ლევინისთვის აღმოჩენილი ქვები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ შეიცავდა და მას მხოლოდ ოკულტური დანიშნულება ჰქონდა.