ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თანამდებობიდან დაითხოვეს

28 ოქტომბერი, 2011 • 960
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თანამდებობიდან დაითხოვეს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომის შედეგად თანამდებობებიდან დაითხოვეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე, რომლებიც დედაქალაქის სათათბირო ორგანოში ოპოზიციურ  პარტია “თავისუფალ დემოკრატებს” წარმოადგენენ.

საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არგუმენტები მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სრულიად დაუსაბუთებელი და მიუღებელია:

„მიგვაჩნია, რომ დღეს საქმე გვაქვს ბოლშევიზმთან და დღევანდელ ბიუროს ხდომაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქვეყანაში საბჭოთა კავშირია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკო ხაჩირიშვილის განცხადებით, აბაშიძისა და დოლიძის თანამდებობიდან გათავისუფლება არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს მათ ბოლოდროინდელ საქმიანობას არ უკავშირდება:

„ეს არის ერთ–ერთი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესთაგანი, როდესაც საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ თანამდებობის პირის გათავისუფლებაზე. ჩვენ გაცილებით ადრე გავგიჩნდა მათი გათავისუფლების სურვილი, თუმცა ამის გაკეთება ახლაც არაა გვიან. მიგვაჩნია, რომ თბილისში საკრებულოს ნებისმიერი სამსახური ღირსეულად უნდა ართმევდეს თავს დაკისრებულ მოვალეობებს და თბილისელთა პრობლემების მოგვარებაზე იყოს ორიენტირებული. მათ ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობები და, შესაბამისად, ორივენი დატოვებენ აღნიშნულ თანამდებობას,“ – განაცხადა ხაჩირიშვილმა.

აღნიშნული განცხადებების გაკეთების შემდეგ ოპოზიციურმა ფრაქციებმა პროტექტის ნიშნად საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი