ახალი ამბები

თბილისის მერიამ ”ქართუ ჯგუფის” ბრალდებებს უპასუხა

28 ოქტომბერი, 2011 • • 980
თბილისის მერიამ ”ქართუ ჯგუფის” ბრალდებებს უპასუხა

თბილისის მერია ”ქართუ ჯგუფის” ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელს, არამართლზომიერსა და პოლიტიზირებულს უწოდებს. შესაბამისი განცხადება მერიის პრესსამსახურმა დღეს, 28 ოქტომბერს, რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

”თბილისის მერია  გაკვირვებას გამოთქვამს კოპანია „ქართუს“ მიერ გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ის არის დაუსაბუთებელი,  არამართლზომიერი და პოლიტიზირებული. თბილისის მერია ახორციელებს ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამას და მიესელმება ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომლსაც საკუთარი წვლილი შეაქვს, როგორც ძველი თბილისის რეაბილიტაციის, ისე ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილბის შექმნაში, რასაც დამატებითი დასტური არ სჭირდება. ყოველივე ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს,” – წერია თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

”ქართუ ჯგუფმა” დღეს დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ზეწოლაში დაადაანშაულა. ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურის ცნობით, ზედამხედველობის სამსახურის თანმშრომლები თბილისში, ერეკლეს მოედანზე, როსტომ მეფის სასახლეში გუშინ, გვიან ღამით მივიდნენ, თანამშრომლებს სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა  მოსთხოვეს და ტერიტორია დაატოვებინეს. მიზეზად კი არასწორად წარმოებული სამუშაოები დაასახელეს. გარდა ამისა, ”ქართუ ჯგუფი” ამტკიცებს, რომ თბილისის მერიამ მათ ჩამოართვა ერეკლეს მოედნთან არსებული 3 ათასი კვადრატული მიწის ფართი, სადაც მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა გაკეთებულიყო.

თბილისის მერიამ ”ქართუ ჯგუფის” ბრალდებებს განცხადებით უპასუხა, სადაც წერია: ”ამა წლის 1 სექტემბერს შპს “ახალმა კაპიტალმა” შემოიტანა განცხადება მრავალფუნქციური ბიზნეს–ცენტრის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განცხადება შემოტანილი იყო ხარვეზებით და ამასთანავე არაუფლებამოსილი პირის მიერ, ზედამხედველობის სამსახური კანონით დადგენილ ვადებში მოქმედებს. ვადების დარღვევა არ მომხდარა. ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაგზავნილ იქნა შეტყობინება ხარვეზის გამოსწორების შესახებ.  იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ბიზნეს-ცენტრში შემოდიან მსხვილი კომპანიები, რომელთა ოპერირება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისის მერია აცხადებს მზადყოფნას, უფლებამოსილი პირის მიერ კორექტირებული პროექტის წარმოდგენისთანავე, კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა, გააგრძელოს სამუშაოები აღნიშნულ ბიზნეს–ცენტრში. ჩვენთვის ცნობილია, გაფორმებულია ხელშეკრულებები და შეთანხმება, ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორებიც არიან: ერნსთ ენდ იანგი, კომერც ბანკი, დევეილე ბანკი, აზის განვითრების ბანკი, ფაშა ბანკი და სხვები, რაც  დამატებითი სტიმულია ამ ობიექტების სწრაფად დასრულებისთვის. აღნიშნული კომპანიების არსებობა ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის.”

”აღნიშნული ობიექტის  ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული პროცედურა გაცილებით ადრე დაიწყო და, შესაბამისად, ბრალდება, თითქოს ყოველივე ეს კავშირი აქვს მის სავარაუდო მფლობელის – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გააქტიურებასთან –  უსაფუძვლოა. რაც შეეხება ავტოსადგომის თემას, რომელიც მდებარეობს ერეკლე მეორეს მოედნის ქვეშ, ის წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას და  კომპანია „ახალი კაპიტალს“ გადაცემული ჰქონდა აღნაგონის უფლებით, იმ პირობით, რომ სადგომი უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი სარგებლობისთვის და არა რომელიმე კონკრეტული ობიექტისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებული ბრალდება უსაფუძვლოა, ”- მიაჩნიათ დედაქალაქის მერიაში.

თბილისის მერია იმედს იტოვებს, რომ  ”ახალი კაპიტალი” უმოკლეს ვადებში გააგრძელებს სამუშაოებს და ასეევ, მერია მზად არის, შესაძლებლობის ფარგლებში აღმოჩინოს კომპანიას თანადგომა, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს შენობის ექსპლუატაციაში მიღება და ხელი არ შეეშალოთ ზემოთ აღნიშნულ კომპანიებს მუშაობის დროულად დაწყებაში.

”იმისთვის, რომ გამოირიცხოს „ქართუს“ მხრიდან თბილისის მერიის მიმართ პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხები, ჩვენ მზად ვართ, საზოგადოებას ნებისმიერ თემაზე მივაწოდოთ  ინფორმაცია.

მაგალითისთვის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში „ქართუ მენეჯმენტის“ მიერ 19 ოქტომბერს შემოტანილია პროექტი სოლოლაკში მდებარე „ბიზნეს–ცენტრში“ მიშენების შესაძლებლობაზე, რაც უკვე დაკმაყოფილებულია. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველი იმ კომპანიასთან, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოქმედებს,” – აცხადებს თბილისის მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი