ახალი ამბები

რუსეთის მსო–ში გაწევრიანებაზე გადამწყვეტი შეხვედრა 10–11 ნოემბერს ჩატარდება

28 ოქტომბერი, 2011 •
რუსეთის მსო–ში გაწევრიანებაზე გადამწყვეტი შეხვედრა 10–11 ნოემბერს ჩატარდება
რუსეთის საკითხზე მომუშავე ჯგუფის ყველა წევრის სრული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ რუსეთის მსო–ში გაწევრიანების საკითხზე გადამწყვეტი შეხვედრა მომავალ თვეში გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ავრცელებს.

შეხვედრების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ისლანდიელი დიპლომატის შტეფან იოჰანსენის განცხადებით, ის გაუგზავნის ჯგუფს განახლებული სამუშაო გეგმების შესახებ მოხსენებას, ასევე, ბაზრის გახსნის თაობაზე რუსეთის ვალდებულებების პროტოკოლს.    

“ორგანიზაციის წევრებს შევატყობინე, რომ რუსეთის გაწევრიანების სამუშაო ჯგუფი ოფიციალურ სხდომაზე 10-11 ნოემბერს შეიკრიბება. განზრახული გვაქვს, სხდომაზე დავასრულოთ ჩვენი მუშაობა და გავუგზავნოთ მინისტრებს რეკომენდაციები იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც მათ დეკემბერში მინისტერიალზე უნდა მიიღონ. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები მტკიცედ უჭერენ მხარს შემდგომ ნაბიჯებს,” – აღნიშნა  იოჰანსენმა.

მისივე განცხადებით, არაოფიციალური შეხვედრები სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის 7–8 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი