თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ზურაბ აბაშიძესა და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ვიქტორ დოლიძეს შესაძლოა, თანამდებობები დაატოვებინონ. აღიშნულ საკითხს საკრებულოს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
“ახლა ბიუროს სხდომაზე მივდივართ მე და ბატონი ზურა და იქ ვნახავთ, რა გადაწყდება. ახლა წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ჩვენც ეგ ინფორმაცია ისეთ დონეზე ვიცით, როგორც თქვენ, ჟურნალისტებმა. რომ ნაციონალურ მოძრაობას თითქოსდა ჩვენი გათავისუფლება გადაუწყვეტია. მოტივაციაც არ ვიცი ჩვენი განთავისუფლების. რას უკავშირდება ჩვენი განთავისუფლება ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით. კიდევ ვიმეორებ, ამ საკითხს ბიუროზე გავარკვევ და მერე, 4 საათზე, საკრებულოს სხდომაა და იქ ყველაფერი გახდება ნათელი,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” დოლიძემ.
ნაციონალური მოძრაობიდან კი ბიუროს სხდომამდე ოფიციალური მიზეზების დასახელებისგან თავს იკავებენ.




