ახალი ამბები

აშშ საქართველოს შრომის კოდექსის ცვლილებისკენ მოუწოდებს

27 ოქტომბერი, 2011 •
აშშ საქართველოს შრომის კოდექსის ცვლილებისკენ მოუწოდებს

შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანისა და მოსახლეობის შრომითი უფლებების გაძლიერების რეკომენდაცია მისცა დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ დიმიტროვმა.

”მე იმიტომ ვარ დღეს აქ, რომ აშშ-ს მთავრობა და ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. ეს არის კოლექტიური შეთანხმების, გაერთიანებისა და შრომის უფლება. აშშ-მ დიდი ინვესტიცია ჩადო ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განამვლობაში. საქართველო აშშ-ს დახმარების ყველაზე დიდი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ქვეყნის წამატება შედგება და სწორი გზით წავა,” – განაცხადა დღეს აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის თემაც იყო  „სოციალური დიალოგი და შრომითი სტანდარტები საქართველოში“.

კონფერენცია გაიმართა საქრთველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზტორი იყო ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ხოლო დამფინანსებელი – ევროკავშირი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა გიგი წერთელმა. კონფერენციას ესწრბოდნენ: დიპლომატიული კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფკავშირებისა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მომხსენებლეთა შორის იყვნენ: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გაი რაიდერი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფლიპ დიმიტროვი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და სხვები.

ჯონ ბასმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს სამომავლო გზის არჩევაში მთელმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. დიპლომატის თქმით, ასევე დღეს, ”რედისონში” ნატოს საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე კომენტარები გაკეთდა საქართველოში შრომით ურთიერთობებში არსებულ საკითხეზე, რაც იმას ადასტურებს, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია და მას ყველა საკითხი ერთიან კონტექსტში აინტერესებს.

აშშ-ს ელჩის თქმით, დიალოგს საზოგადოებაში ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან გარემო ძალიან პოლარიზებულია.

ჯონ ბასმა ასევე განაცხადა, რომ შრომით კოდექსთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან მას ხშირად ესმის, რომ ”ამის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს გააუარესებს ბიზნესგარემოს და ა.შ.”

”თუ გინდათ, წარამტებას მიაღწიოთ, ეს უნდა შეძლოთ. ეს ქვეყანა უნდა შეეცადოს, მოაგვაროს არსებული პრობლემები, უნდა მოაგვაროს შრომის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები,”- განაცხადა აშშ-ს ელჩმა. მისივე მოსაზრებით, აუცილებელია სამმხრივი – ხელისუფლების, დამსაქმებლისა და დასაქმებულის – დიალოგი და ამ დიალოგში ყველას თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს, რომ დიალოგი მონოლოგად არ გადაიქცეს.

”ამ დიალოგის შედეგს მომდევნო თვეებსა და წლებში უნდა მივაღწიოთ. მე ველოდები შედეგს, ”- ასე დაასრულა ჯონ ბასმა თავისი გამოსვლა კონფერენციაზე.

შრომის კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაზე გაამახვილა ყურადღება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გაი რაიდერმა. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება შრომით ურთიერთობებს საქართველოში და ბოლო დროს ”შემაშფოთებელ ინფორმაციებს იღებს.”

გაი რაიდერის განცხადებით, შრომით ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა პოლიტიკური ნების საკითხია და ტექნიკურად ადვილად განსახორციელებელია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ შრომითი ურთიერთობების სფეროში საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციასთან, ასევე, შრომითი ხელშეკრულებებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკაშირებით.

გაი რაიდერის თქმით, არ უნდა დავუშვათ შრომით ურთიერთობებში კონფლიქტის იმ დონემდე ესკალაცია, როგორც ეს მოხდა შპს ”ევრაზიანსთილსის” ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით. მისი აზრით, დასაქმებულსა და დამსაქმებლის ურთიერთობაში პოლიციის ჩარევამ და დაპატიმრებამ, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციამ ცხადი გახადა, რომ პრობლემები არსებობს, რომლის მოგვარებასაც პოლიტიკური ნება სჭირდება.

პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მსგავსი კონფრენციის გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში შრომით ურთიერთობებსა და სოციალურ დიალოგში ძალიან ბევრი პრობლემა არებობს. პრობელემებს შორის მან გამოყო გაუმართავი შრომითი ხელშეკრულებები, დისკრიმინაცია პროფკავშირული ნიშნით და სხვა.

საქართველოში არსებულ შრომით ურთიერთობებზე, შრომის კოდექსსა და სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის წევრმა გიგი წერეთელმა.

„სრუალიად ვიზიარებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ღირებეულებებს,  რაც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით. კარგად გვესმის, რომ ამ სტანდარტების დამკვიდრება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით, მოვახდინეთ ძალიან ბევრი ხელშკრულების რატიფიცირება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

წერეთლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ორიონტირებულია, რომ შრომითი ბაზარი იყოს მოქნილი და ლიბერალური, მისივე განმარტებით, საქართველოს ერგო მძიმე მემკვიდრეობა შრომითი ურთიერთობების სფეროში, „თუმცა განხორციელებული რეფორმების ანალიზმა გვაჩვენა, რომ წინ მივიწევთ, მაგრამ რეკომენდაციები სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა“.

სექტემბრის თვეში ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა ”ჰერკულესში” მუშების გაფიცვის აქციის დაშლას და გაფიცულთა დაკავებას ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ”შემაშფოთებელი შეტყობინებები” უწოდა. მისი თქმით, ასეთი ფაქტები განხილვის საკითხი უნდა გახდეს და არ უნდა გადაიზარდოს ისეთ დაპირისპირებაში, ”რაც ბოლო დროს სხვადახვა ქვეყნებში ხდება.”

მეორე საერთაშორისო კონფერენციის – „სოციალური დიალოგი და შრომითი სტანდარტები საქართველოში“.- მონაწილეების მთავარი გზავნილი და რეკომენდაციები ხელისუფლებისადმი იყო შრომის კოდექსის გაუმჯობესება და პრობლემურ საკითხებზე დიალოგისას პროფკავშირებისთვის, დამსაქმებლებისთვის და  ხელისუფლებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭება.

მასალების გადაბეჭდვის წესი