ახალი ამბები

“The Wall Street Journal” -ს გუშინდელ სტატიაში ცვლილება შეაქვს

27 ოქტომბერი, 2011 • • 1046
“The Wall Street Journal” -ს გუშინდელ სტატიაში ცვლილება შეაქვს

“The Wall Street Journal” -ის გუშინდელ სტატიაში, სათაურით “ევროკავშირი საქართველოს უბიძგებს, რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დათანხმდეს” გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.

სტატიის პირვანდელ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველო რუსეთის მსო–ში გაწევრიანების წინაპირობად მოითხოვს, რუსეთმა ორ რეგიონზე (სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე) პოლიტიკური კონტროლი დათმოს. ასევე, სტატიაში ყურადღება გამახვილებული იყო  გუნარ ვიგანდის კომენტარზე, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დიპლომატია. მისი თქმით, რუსეთის მსო–ში გაწევრიანების გადაწყვეტილება შესაძლოა ხმების უმრავლესობით მიიღონ, რაც რუსეთს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანდეს აღნიშნულ ორგანიზაციაში.

თავდაპირველ ვერსიაში, ასევე, არასწორად იყო გაშუქებული გუნარ ვიგანდის პოზიცია, რომლის თანახმადაც, მან საქართველოს შეთავაზა რუსეთის მსო–ში გაწევრიანებას დათანხმდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი