ახალი ამბები

ჯონ ბასი: საქართველო გახლავთ მნიშვნელოვანი პარტნიორი ალიანსისთვის

27 ოქტომბერი, 2011 •
ჯონ ბასი:  საქართველო გახლავთ მნიშვნელოვანი პარტნიორი ალიანსისთვის

“დღევანდელი კონფერენცია საქართველოში მიზნად ისახავს იმას, რომ ჩვენ გვსურს, გავერკვეთ, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადაგმული, რომ ხელი შევუწყოთ საქრთველოს მთავრობასა და ხალხს პრობლემების დაძლევასა და წინასვლაში”, – განაცხადა ჯონ ბასმა, აშშ–ს ელჩმა საქართველოში.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია დღეს სასტუმრო “რედისონში” იმართება, რომელშიც ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი მონაწილეობს.

შეკითხვაზე, განიხილება თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე, აშშ–ს ელჩი ასე პასუხობს:

“სამიტამდე ექვსი თვით ადრე არ განვსაზღვრავდი, თუ რა თემები იქნება განხილული ჩიკაგოს მინისტერიალზე. საქართველო გახლავთ მნიშვნელოვანი პარტნიორი ალიანსისთვის და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს ძალისხმევაში ავღანეთში, რაც ემსახურება საერთო უსაფრთხოებასა და საერთო გამოწვევებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი