ამ წუთებში „შერატონ მეტეხი პალასში“ მეორე საერთაშორისო კონფერენცია იწყება თემაზე – „სოციალური დიალოგი და შრომითი სტანდარტები საქართველოში“.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ სოციალური დიალოგის განვითარებისა და შრომითი სტდანდარტების დაცვის აქტუალურობაზე.
კონფერენცია იმართება საქრთველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზტორია ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ხოლო დამფინანსებელი – ევროკავრშირი.
კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი გიგი წერთელი, ასევე, დაგეგმილია ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციას ესწრბიან დიპლომატიული კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფკავშირებისა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლები.
მომხსენებლეთა შორის არიან: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გაი რაიდერი, ევროკავშირის წარმომადგენლოების ხელმძღვანელი საქართველოში ფლიპ დიმიტროვი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი და სხვები.
კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობს აშშ–ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.
პროფკავშირების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მსგავსი კონფრენციის გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში შრომით ურთიერთობებსა და სოციალურ დიალოგში ძალიან ბევრი პრობლემა არებობს. პრობელემებს შორის მან გამოყო გაუმართავი შრომითი ხელშეკრულებები, დისკრიმინაცია პროფკავშირული ნიშნით და სხვა.
„სრუალიად ვიზიარებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ღირებეულებებს, რაც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით. კარგად გვესმის, რომ ამ სტანდარტების დამკვიდრება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით, მოვახდინეთ ძალიან ბევრი ხელშკრულების რატიფიცირება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
წერეთლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ორიონტირებულია, რომ შრომითი ბაზარი იყოს მოიქნილი და ლიბერალური, მისივე განმარტებით, საქართველოს ერგო მძიმე მემკვიდრეობა შრომითი ურთიერთობების სფეროში, „თუმცა განხორციელებული რეფორმების ანალიზმა გვაჩვენა, რომ წინ მივიწევთ, მაგრამ რეკომენდაციები სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა“.