საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირები დღეს, 26 ოქტომბერს, პროფკავშირის ხელმძღვანელს ირჩევს.
ჯერჯერობით, არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული–ტრანსპორტის პროფკავშირების ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ლავრენტი ალანია.
ალანია ამბობს, რომ არჩევნების დაწყებამდე შესაძლოა სხვა კანდიდატებიც დარეგისტრირდნენ.
“მე, როგორც მოქმედ თავმჯდომარეს, სურვილი მაქვს, რომ ხელახლა ამირჩიონ”,–ამბობს ლავრენტი ალანია.
არჩევნების შედეგები დღესვე, დაახლოებით 1 საათისთვის გახდება ცნობილი.




