ახალი ამბები

აზერბაიჯანი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრად აირჩიეს

25 ოქტომბერი, 2011 •
აზერბაიჯანი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრად აირჩიეს
აზერბაიჯანი აღმოსავლეთ ევროპის სახელით გაეროს უშიშროების საბჭოს არა მუდმივ წევრად ერთი წლის ვადით აირჩიეს .
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო “apa.az” აქვეყნებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ელნურ ასლანოვის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანული დიპლომატიის გამარჯვებაა.
“უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამარჯვება პრეზიდენტ ილჰამ ალიევის იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც ის რეგიონში ატარებს. აზერბაიჯანი რეგიონში წამყვანი სახელმწიფოა, რომელსაც გლობალური გავლენა აქვს,” – აღნიშნავს ასლანოვი.
აღნიშნული ადგილის დასაკავებლად გაეროში არჩევნები ჩვეულებრივ ყოველი წლის ოქტომბერში ინიშნება. აზერბაიჯანთან ერთად კიდევ უნგრეთისა და სლოვენიის ქვეყნების კანდიდატურები იყო წამოყენებული.

ამავე თემაზე:

ირანი მხარს უჭერს აზერბაიჯანის კანდიდატურას გაეროს უშიშროების საბჭოში

მასალების გადაბეჭდვის წესი