ახალი ამბები

ვენეციის კომისიის ექსპერტები დღეს ჩამოვლენ

25 ოქტომბერი, 2011 • • 945
ვენეციის კომისიის ექსპერტები დღეს ჩამოვლენ

ვენეციის კომისიის ექსპერტები დღეს თბილისს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

“ჩემი ინფორმაციით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოს დღეს ეწვევიან. ხვალ, 26 ოქტომბერს კი, ისინი სააპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდებიან და მხოლოდ მხარეთა პოზიციებს მოისმენენ ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ,  საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიას განსახილველად 26 აგვისტოს გადაუგზავნა.

140-გვერდიანი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მოამზადა, პარლამენტში 19 სექტემბერს შევიდა.

ამავე თემაზე:

საარჩევნო კოდექსის სადაო პუნქტები

მასალების გადაბეჭდვის წესი