ახალი ამბები

”ატსტუპნიკები” სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლდებიან

24 ოქტომბერი, 2011 • • 918
”ატსტუპნიკები” სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლდებიან
ბინათმოსარგებლეები (ე.წ. ატსტუპნიკები) სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლდებიან.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ დღეს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, თბილისის მერია მათ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს და შესაბამისი სარჩელების მომზადებაშიც დაეხმარება.

მოქმედი კანონმდებლობით, თუკი ბინით მოსარგებლე ვერ მიაღწევს რაიმე შეთანხმებას მესაკუთრესთან ან სასამართლოს გზით, ან მის გარეშე, მან 2012 წლის 1 იანვრიდან ბინა უნდა დატოვოს.

ამავე თემაზე:

საბჭოთა მემკვიდრეობა – უბინაოდ დარჩენის საფრთხე

მასალების გადაბეჭდვის წესი