ახალი ამბები

საპენსიო ამნისტიის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა

24 ოქტომბერი, 2011 • • 980
საპენსიო ამნისტიის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა
დღეს, 24 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპენსიო ამნისტიასთან დაკავშირებული კანონპროექტი ოფიციალურად დარეგისტრირდა.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის.

კანონპროექტის თანახმად, პენსიონერებს სათანადო საბუთების არასწორად წარდგენის შედეგად დღემდე შეცდომით დარიცხული პენსიების სახელმწიფოსათვის უკან დაბრუნება აღარ მოუწევთ. ამასთან, ეს გადაწყვეტილება ერთჯერადი ღონისძიებაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნულ ინიციატივას მეტად მნიშვნელოვანი უწოდა და მისი სწრაფადვე განხილვა მოითხოვა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს საკითხი განსახილველად პარასკევს, 28 ოქტომბრისთვის დაგეგმილი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი