ახალი ამბები

საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

24 ოქტომბერი, 2011 • • 956
საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა
27 ოქტომბერს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა.
ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრები, სადაც ყველა ის საკითხი განიხილება, რომელიც დღის წესრიგშია. ეს ვიზიტი იძლევა შესაძლებლობას, რომ განხილულ იქნას ყველა ის მიმდინარე საკითხი, რომელიც საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გააჩნია;” – განაცხადა კალანდაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, აპატურაი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერაისთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი