ახალი ამბები

რა ღირს სააღდგომო სუფრისთვის აუცილებელი პროდუქტი

29 აპრილი, 2016 • 3104
რა ღირს სააღდგომო სუფრისთვის აუცილებელი პროდუქტი

რა უჯდება საქართველოს მოქალაქეებს აღდგომისთვის საჭირო პროდუქტებისა და ატრიბუტების შეძენა? ამის გასარკვევად თბილისში არსებულ რამდენიმე მაღაზიასა და ბაზრობას მივაკითხეთ.

სააღდგომო სუფრისთვის აუცილებელია წითელი კვერცხი და პასკა. თბილისის მაღაზიებში ერთი ცალი კვერცხის ღირებულება 28-დან 32 თეთრამდეა, საღებავის ფასი კი 0.50-დან 1 ლარამდეა. ამდენად, თუკი 30 კვერცხის შეღებვას გადაწყვეტთ, ამისთვის დაახელობით 9-10 ლარი დაგჭირდებათ.

13112508_1030727687003673_246314887_o

IMG_2900

სხვადასხვა ზომისა და საცხობის პასკას სხვდასხვა ფასი აქვს. მოზრდილი ზომის პასკის ფასი 7.80 ლარიდან იწყება, ხოლო შედარებით პატარა 4.00 ლარიც ღირს. ზოგიერთ საკონდიტროში პასკას კილოობით ყიდიან. მაგალითად, 1 კგ პასკა დაახლოებით 8.00 ლარი ღირს. ამდენად, თუკი 3-4 ცალ შედარებით მოზრდილ პასკას შეიძენთ, ამისთვის 25 ლარამდე თანხა დაგჭირდებათ.

სააღდგომო სუფრის ნაწილია, ასევე, ჯეჯილი, რომელშიც კვერცხებს აწყობენ. პლასტმასის თეფზებზე გახარებული ჯეჯილის კონების ყიდვა 1 ლარადაა შესაძლებელი.

IMG_2892

“კვერცხი და პასკა კი არის უფლის, მაგრამ ადამიანებსაც ხომ გვინდა რამე? ჯერ მხოლოდ 20-მდე კვერცხი ვიყიდე შესაღებად, ქათამი, თევზი, პასკები, და 120 ლარამდე დავხარჯე,” – გვითხრა ვალერი ცეცხლაძემ.

IMG_2898

თბილისში ჩვენ მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ სააღდგომო სუფრის მოსამზადებლად დაახლოებით 100-დან 150 ლარამდე ხარჯავს. ზოგიერთი პასკის გამოცხობას სახლში გეგმავს, რადგან, მათი თქმით, ასე უფრო იაფი უჯდებათ.

“რამდენიმე პასკა შევიძინე. დიდი ოჯახი მაქვს და ამიტომ ბევრის ყიდვა მიხდება. კვერცხს თავად ვღებავ. ტრადიცია გვაქვს ასეთი. თან გაცილებით იაფი მიჯდება. ყოველ წელს დაახლოებით 30-მდე წითელი კვერცხი გვაქვს ხოლმე,” – გვითხრა მანანა მჭედლიძემ.

აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია წელს 1 მაისს აღნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი