ახალი ამბები

გარემოს დაცვის მინისტრი ისევ ბერას შესახებ

21 ოქტომბერი, 2011 • 1073
გარემოს დაცვის მინისტრი ისევ ბერას შესახებ

“მოკლე განცხადება”, –ამ სახელწოდებით გარემოს დაცვის მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილის შვილ ბერასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

“გარემოს დაცვის მინისტრი, 16 წლის ბავშვს ებრძვის”-ო   მსგავსი სათაურის სტატიები რომ ვნახე, პირველად მაშინ დავინტერესდი და  გავიგე, რომ  თურმე ბერა 16 წლის, ანუ ჩემი უფროსი ბიჭის თანატოლი ყოფილა. ჩემი შვილიც ცოტა ხნის წინ გახდა 16 წლის და დაბადების დღეზე, მთელი ჩემი დარიგებები და მოთხოვნები ორ კონკრეტულ პირობაში მოვაქციე: კანონი არ დაარღვიო და ზრდილობიანი იყავი მეთქი.  ვფიქრობ,  მეტი მოთხოვნა სხვისი შვილების მიმართაც არ უნდა მქონდეს.მიუხედავად იმისა, რომ ბერა ივანიშვილის სიმღერების ტექსტი და ზოგადი კონტექსტი, ჩემის აზრით,  მისსავე   ასაკს არ შეესაბამება;მიუხედავად იმისა, რომ ცოტა უსამართლობად მიმაჩნია,  მილიარდელის ოჯახში, ფუფუნებაში გაზრდილი ბავშვისგან  “ქართულ ოცნებაზე”  აგრესიული ტონით “რეპვა”,   გულახდილად ვაღიარებ, რომ  კრიტიკა  გადაჭარბებული გამომივიდა.   გადაჭარბებული, ისევ და ისევ მისი ასაკის გამო. ვიღებ შენიშვნას, გარკვეულწილად ის სამართლიანი იყო.”–ნათქვამია მინისტრის განცხადებაში მისი ფეისბუქის გვერდზე.

ამავე თემაზე: იხილეთ “ნეტგაზეთის” მასალა სახელწოდებით “გარემოს დაცვის მინისტრი ბერას შესახებ” http://netgazeti.ge/GE/78/News/6533

მასალების გადაბეჭდვის წესი