”ვფიქრობ, ჩვენ უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლკოვნიკ კადაფის დაღუპვის შემდეგ, ნატო ლიბიაში სამხედრო ოპერაციებს დაასრუებს და ამიერიდან კონტროლს ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭო გადაიბარებს,” – აღნიშნა ალენ ჟუპემ.
2011 წლის 17 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლიბანის მიერ ინიცირებული რეზოლუცია 1973 ლიბიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ქვეყნის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდა.
ლიბიაში სამხედრო ოპერაციის წარმოება კოალიციური ძალებისგან ნატომ 31 მარტიდან გადაიბარა. ნატომ ლიბიაში კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ შვიდთვიანი საჰაერო ოპერაციები აწარმოა.
შეგახსენებთ, მუამარ კადაფი გუშინ მშობლიურ ქალაქ სირტში ტყვედ ჩაიგდეს, შემდეგ კი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
კადაფი ლიბიას 42 წელი მართავდა.




