”მე და ჩემი გუნდი მომავალში ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ ურთიერთობები აშშ-სთან და მადლიერი ვართ მისი თანადგომით. ასევე მადლიერი ვართ ევროპის, ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება რომ მომავალშიც გავაღრმავებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას. კარგად ვაცნობიერებ, რომ აუცილებელი იქნება და მყისიერად დავიწყებთ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას.მოგეხსენებათ, რომ ტემპერატურა დღეს საზოგადოების ძალიან მაღალია ჩემი განცხადების შემდეგ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ჩემი მიზანია, მაქსიმალურად ტემპერატურის დაწევა, დარეგულირება, რომ არ მოხდეს არცერთ შემთხვევაში ხალხის ქუჩაში გამოსვლა და როგორმე ყველა ძალა ვიხმაროთ, იმისთვის რომ ყველაფერი დარჩეს მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში და მხოლოდ და მხოლოდ არჩვნების გზით მოვახდინოთ ხელისუფლების ჩანაცვლება”.-განაცხადა დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 20 ოქტომბერს, 15 საათზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა.
ბიძინა ივანიშვილის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალების შესახებ განცხადება, ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე გავრცელდება




