ბიძინა ივანიშვილის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალების შესახებ განცხადება, ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე გავრცელდება.
ამ დროისთვის, ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, რაიმე კომენტარი არ კეთდება.
“ყველაფერი ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში იქნება”, –აცხადებენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, დღეს, 20 ოქტომბერს, 15 საათზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა აშშ–ს ელჩი, ჯონ ბასიც. უცნობია შეხვედრაზე განხილული საკითხებიც.