“მადლობა უნდა გადავუხადო ბაკურს გაწეული სამუშაოსთვის. ის ექვსი წელია მუშაობდა სოფლის მეუნეობის სამინისტროში. აქედან სამ წელზე მეტი სოფლის მეუნეობის მინისტრად. მან ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა. რთველის პრობლემა მოაგვარა. გაიზარდა სოფლის მეურნეობის გამომუშავება. გაიზარდა ექსპორტი. თუმცა ჩავთვალეთ, რომ საჭიროა ახალი ხედვა, ახალი ენერგია. და წარმოგიდგენთ ზაზა გოროზიას ამ პოსტზე. ის ექვსი წელია მუშაობს სამეგრელო –ზემო სვანეთის გუბერნატორად. მან მართლა კარგად გაართვა თავი ამ სამსხურს.
სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის მთავარი პრიორიტეტული დარგია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირება სწორედ ახალ მინისტრთან ერთად შესრულდეს. იმედი გვაქვს, რომ ის სიახლეები და წინსვლა, რაც სოფლის მეურნეობის დარგში არის უკვე, მომავალ წელს კიდევ უფრო გაღრმავდება.
რაც შეეხება ბაკურ კვეზერელის ახალ თანამდებობას, ეს უკვე უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. კვეზერელი რჩება სახელისუფლებო გუნდის წევრად.” –განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.