ახალი ამბები

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხზე

20 ოქტომბერი, 2011 •
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხზე
დღეს, 20 ოქტომბერს, ჟენევაში რუსეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.
მოლაპარაკებათა წინა რაუნდები უშედეგოდ დასრულდა. ქართული დელეგაცია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა, რუსეთის წინაშე აყენებს მოთხოვნას რუსეთ-საქართველოს საზღვრის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე “სრული გამჭირვალობის” უზრუნველყოფის თაობაზე.
თუმცა, რუსეთი უარს აცხადებს აღნიშნული მექანიზმების მიღებაზე და ფსოუსა და როკის გვირაბთან არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებაზე.
რუსული მედიის ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე დიპლომატების ოფიციალური შეხვედრა 10 ნოემბრისთვის არის დანიშნული. არაფორმალური მოლაპარაკებები კი 26-27 ოქტომბრისათვის გაიმართება.
რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას 17 წელია ცდილობს. საქართველოსთან მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი