
თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა ინფორმაციით, საპასუხო სროლის შედგად უკვე 15 ქურთი მეამბოხე დაიღუპა. პარალელურად გრძელდება ოპერაციები ერაყის საზღვართან.
საპასუხო ქმედებების გარდაუვლობაზე ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა და აღნიშნა, რომ ამის გამო შურისძიება უფრო ძლიერი იქნება და უფრო დიდ ხანს გაგრძელდება.
ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში თურქეთის ავიაციაც ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ”თავისუფლება” ავრცელებს.
სამხედრო ოპერაციის დეტალებზე თურქეთის პრემიერს არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ჯდება. მან დაადასტურა 24 თურქი სამხედროს დაღუპვის ამბავი.
მომხდარის გამო ერდოღანმა ყაზახეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
თურქების მიმართ ქურთი მეამბოხეების მხრიდან მსგავსი შეტევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სისხლიან და მძვინვარე შეტევად შეფასდა.
ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა დაგმო აღნიშნული ფაქტი და თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ აქტად შეაფასა.




