ახალი ამბები

“რესპუბლიკელები”: საჩხერეში გაუგონარი რეპრესიები დაიწყო

19 ოქტომბერი, 2011 • 1000
“რესპუბლიკელები”: საჩხერეში გაუგონარი რეპრესიები დაიწყო

“რესპუბლიკური პარტიის” მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ საჩხერის რაიონში გაუგონარი რეპრესიები დაიწყო ადგილობრივ მოსახლეობაზე.

პარტიის მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საჩხერის რაიონის საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა და ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელმა ინგა ზამბახიძემ განაცხადეს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიბარა სკოლის ყველა პედაგოგი და დირექტორი და მოსთხოვა, უარი თქვან ყველა ტიპის შემოწირულობაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა.

“რაიონში შეჩერდა ბიზნესმენის მიერ დაწყებული რამდენიმე პროექტი, მაგალითად, შეჩერებულია ხე–ტყის შეტანა, მოსახლეობას მასალა აღარ მიეწოდება, რომლითაც საცხოვრებელი სახლები უნდა გადაეხურათ.

ინგა ზამბახიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაიბარეს საჩხერის საფეხბურთო გუნდის წევრები და მოსთხოვეს, რომ უარი თქვან ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებაზე.

საჩხერის რაიონული საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის განცხადებით, მუქარა ხორციელდება წვრილ მეწარმეებზეც”–აცხადებენ რესპუბლიკური პარტიის წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი