ახალი ამბები

თბილისის მერიის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის გაცვლილ ნაწილს ძეგლის სტატუსი არ აქვს

27 აპრილი, 2016 • 2345
თბილისის მერიის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის გაცვლილ ნაწილს ძეგლის სტატუსი არ აქვს

თბილისის მერია აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც გაცვალეს, არ მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემადგენლობაში.

მერია აცხადებს, რომ ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2007 წელს, თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წელს დადგენილი პირობითი გეგმის მიხედვით, რაც მოიცავდა 81 ჰა ტერიტორიას და აღნიშნულ საზღვრებში არ შედის ის ფართობი, რომლის ცვლილებაც განხორციელდა.

მერიის განმარტებით, ძეგლის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრების კონფიგურაციის ცვლილება არ განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს უფლებამოსილებას.

“თბილისის მერიის მიერ საზღვრების კორექტირება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და დადგენილი წესების შესაბამისად”, აცხადებს მერია. 

საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2016 წლის აპრილში ადმინისტრაციამ თბილისის ბოტანიკური ბაღის ნაწილი, 4 ჰექტარი ფართობი, გაცვალა 4 ჰექტარ სხვა ფართობში. ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ გაცემულ ფართობს ვერ იყენებდნენ, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიას ბაღის კოლექციის შესავსებად გამოიყენებენ.

თბილისის ბოტანიკური ბაღი

თბილისის ბოტანიკური ბაღი

მასალების გადაბეჭდვის წესი