შავი ზღვის საიუბილეო მეათე ფესტივალის სტუმრები წელს ჯგუფი პროდიჯი, ლორენ ჰილი, კრის ბრაუნი, მეისი გრეი, მაილს ელექტრიკ ბენდი და ქუინსი ჯონსი იქნებიან.
შემსრულებლები კონცერტებს 15-დან 24 ივლისის ჩათვლით ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გამართავენ. ბილეთების გაყიდვა 11 მაისიდან ონლაინ ვებ–გვერდზე tkt.ge-ზე დაიწყება. მისი ფასი 50 ლარი იქნება.
ფესტივალის შემსრულებელთა სიას ოფიციალურად ხვალ გამართულ პრესკონფერენციაზე თიბისი გალერეაში წარადგენენ.
ფესტივალის პროგრამა:
- 15 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი- QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBOAL STARS feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier
- 16 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – MILES ELECTRIC BAND
- 17 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – Ms. Lauryn Hill
- 21 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – THE PRODIGY
- 22 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – JAMIE CULLUM
- 23 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – Chris Brown
- 24 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი – MACY GRAY