ახალი ამბები

გენები, რომლებმაც ქალს სიცოცხლე 115 წლამდე შეუნარჩუნა

18 ოქტომბერი, 2011 • 957
გენები, რომლებმაც ქალს სიცოცხლე 115 წლამდე შეუნარჩუნა

115 წლის ასაკში დაღუპული ქალის დნმ–ის ანალიზის საშუალებით, ჰოლანდიელმა მეცნიერებმა მის ორგანიზმში განსაკუთრებული გენები აღმოაჩნეს, რომელიც ქალს გონებრივი ჩამორჩენისგან და სხვა დაავადებებისგან იცავდა–იუწყება ბი–ბი–სი.

ამსტერდამის უნივერსიტეტის თანამშრომლისა და კვლევის თანაავტორი ექიმის, ჰენე ჰოლსთეჯის თქმით, გარდაცვლილი ქალის დნმ –ში შესაძლებელი გახდა იშვიათ გენეტიკური ცვლილებზე დაკვირვება.

„ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა როლი შეასრულა მისი ორგანიზმის განვითარებისთვის აღნიშნულმა გენებმა, რაც აფერხებდა მისი გონებრივი ჩამორჩენილობისა და სხვა დაავადებების განვითარებას, რომელიც ასაკოვანი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს გენები, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს“, –განაცხადა ექიმმა.

115 წლის ქალის ვინაობა არ სახელდება, მას მხოლოდ კოდი– W115 მიენიჭა.

მისი გარდაცვალების მიზეზი კუჭის კიბო გახდა. სიკვდილის წინ მან მკვლევარ–მეცნიერებს გაკვეთის ნებართვა მისცა.

გაკვეთის შემდეგ ექიმებმა ვერ აღმოაჩინეს ამ ასაკისთვის დამახასიათებელი რაიმე დაავადება.

მეცნიერების თქმით, მომავალში ამ საკითხების კვლევის შემდეგ ზუსტად დადგინდება, თუ რატომ იბადებიან ადამიანები ისეთი გენებით, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი