ახალი ამბები

გაზრდილი პენსიის რეკლამისთვის დახარჯული ფული

18 ოქტომბერი, 2011 •
გაზრდილი პენსიის რეკლამისთვის დახარჯული ფული

ოფიციალური ინფორმაციით, ქართულ ტელევიზიებში კლიპის ”პენსიის 7-დან 100 ლარამდე გაზრდის” გაშვება სახელმწიფო ბიუჯეტს 74 470,41 აშშ დოლარი დაუჯდა, დამზადება კი – 11 862 აშშ დოალრი.

აღნიშულ საკითხზე საჯარო ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა ნფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა. საჯარო უწყებისგან კი პასუხი  ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურული ნორმის დარღვევით მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე განცხადება სამინსიტროში 12 სექტემბერს შეიტანა, პასუხი კი 17 ოქტომბერს მიიღო. კანონით, საჯარო ინფრომაციია ნებისმიერმა საჯარო უწყებამ დაუყოვნებლივ, ან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი