ახალი ამბები

ნოდარ ჯავახიშვილი “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტად დაინიშნება

17 ოქტომბერი, 2011 •
ნოდარ ჯავახიშვილი “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტად დაინიშნება
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ “ეროვნული ფორუმის” წევრი ნოდარ ჯავახიშვილი “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტად დაინიშნება. მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ის ავტომატურად დატოვებს “ეროვნულ ფორუმს.”
“ეროვნული ფორუმი” კი აპირებს ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე პარტია განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი