დღეს ბათუმის ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი „Philippine Sea“ შემოვიდა. გემი, პროექტის – „უსაფრთხოების ოპერაციები“-ს ფარგლებში, სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებს:
„დაგეგმილია სწავლებები, როგორც ხმელეთზე, ასევე– გემზეც. გვექნება მანევრები ზღვაზე“-ამბობს, პირველი რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე.
მიმდინარე წელს ამერიკული სამხედრო გემების რიგით მესამე ვიზიტია ბათუმში. ვიზიტის ფარგლებში, ქალაქის მერიას და სანაპირო დაცვას დაგეგმილი აქვთ კულტურული პროგრამაც. გემი ბათუმში 20 ოქტომბრამდე დარჩება.

![ბათუმში ამერიკული სამხედრო გემი შემოვიდა [Video]](https://netgazeti.ge/wp-content/themes/netgazeti/images/no-featured-image.png)



