ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

25 აპრილი, 2016 • 1089
დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

26-27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელს ეწვევა. ამ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის პირველ დღეს, 26 აპრილს დავით უსუფაშვილი შეხვედრებს ევროპარლამენტში ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტთან, გი ვერჰოვშტდთან და ბელგიის პარლამენტში საქართველო-ბელგიის ორმხრივი თანამშრომლობის საპარლამენტო ჯგუფთან გამართავს.

27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ზიგრფიდ ბრაკეს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის და ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტ ჯანი პიტელას შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი