ახალი ამბები

ბინათმოსარგებლეების აქცია პარლამენტთან

17 ოქტომბერი, 2011 • 961
ბინათმოსარგებლეების აქცია პარლამენტთან

დღეს  ”ბინათმოსარგებლეთა” უფლებების დაცვის ასოციაცია” ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” თავჯდომარესთან ალექსანდრე შალამბერიძესთან ერთად საქართველოს პარლამენტთან ( მართავს თბილისელი ”ბინათმოსარგებლეების” საპროტესტო აქციას ლოზუნგით ”ბაქრაძე, კუბლაშვილო, თორდია და მაჭავარიანო – ნუ გვაქცევთ დევნილებად საკუთარ ქალაქში”.

 

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: 
1. დაუყოვნებლივ გაუქმდეს კანონის მუხლით განსაზღვრული ზღვრული ვადა ”2012 წლის 1 იანვარი”, რაც ახალ წელს ბინათმოსარგებლეების ქუჩაში გამოყრისა და მშობლიურ ქალაქში დევნილებად ”საფუძველია”;

2. საქართველოს პარლამენტმა განიხილოს ასოციაციის მიერ მომზადებული კანონის პროექტი მესაკუთრეების მონაწილეობით და საერთო შენიშვნების გათვალისწინებით გაიტანოს პლენალურ სხდომაზე დასამტკიცებლად.

ბინის ”მესაკუთრეთა” და ბინის ”მოსარგებლეთა” (ე.წ. ატსტუპნიკების) პრობლემა სიახლეს არ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტისათვის. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, როდესაც ლეგალურად აკრძალული იყო ბინების, როგორც უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვა და ადამიანების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროცესი მთლიანად სახელმწიფოს ხელში იყო მოქცეული, ადამიანებმა, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან ვერ შეძლეს ელემენტალური საცხოვრებელი ჭერის მიღება, რაც მათი ცხოვრების აუცილებელი პირობა იყო (რისი საყოველთაოდ განხორციელებაც, დაპირების მიუხედავად ”საბჭოთა” სახელმწიფომ ვერ მოახერხა), იპოვნეს შემოვლითი გზა საცხოვრებელით საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის უზრუნველყოფისა და საკუთარი ძალებითა და სახსრებით ჯამრთელობისათვის მეტ ნაკლებად უვნებელ გარემოში ცხოვრების მოწყობისა. 
ეს პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ჩამოყალიბებულ ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოებში არსებობდა, რომელიც მათ წარმატებით გადაწყვიტეს. ერთად ერთი სახელმწიფო საქართველოა, სადაც ამ პრობლემის გადაწყვეტა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

”ბინითმოსარგებლეთა” უფლებების დაცვის ასოციაცია” ტატა აბაშიძე

”თავისუფალ ასოციაციათა კავშირი”

მასალების გადაბეჭდვის წესი