ახალი ამბები

არასამთავრობოები საარჩევნო კოდექსს განიხილავენ

17 ოქტომბერი, 2011 • 907
არასამთავრობოები საარჩევნო კოდექსს  განიხილავენ

დღეს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” შეხვედრას გამართავენ.

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს  თავიანთ რეკომენდაციებს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ექსპერტებს  საქართველოში 26–28 ოქტომბერს ელიან.

140-გვერდიანი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მოამზადა, პარლამენტში 19 სექტემბერს შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი