ახალი ამბები

ბერას “ქართული ოცნების” პრეზენტაცია სოციალურ ქსელებში

14 ოქტომბერი, 2011 • • 1070
ბერას “ქართული ოცნების” პრეზენტაცია სოციალურ ქსელებში

ბიძინა ივანიშვილის შვილმა, მომღერალმა ბერამ თავისი ახალი კლიპი “ქართული ოცნება” დღეს, 14 ოქტომბერს, რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ვიდეო ბერას youtube-ს არხზეა ატვირთული.

„ახალი კლიპი “ქართული ოცნება”- დღეს საღამოს 8 საათზე!!! ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო ეს კლიპი ტელევიზიით არ გავა. მხოლოდ თქვენთვის, მხოლოდ ამ გვერდზე! ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. „შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა…“ – ასეთი შინაარსიის განცხადება ბერას ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქში  გამოქვეყნდა.

კლიპი და სიმღერა „ქართული ოცნება“ ბერამ მამის, ბიძინა ივანშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიუძღვნა. კლიპის სოციალურ ქსელში პრეზენტაციამდე მომღერალი წერდა: „ველოდები ველოდებიიი…. ტელევიზიას და ძველ გაფუჭეფულ ”რადიოლას” ერთო და იგივე ფუნქცია აქვს დღეს, მთავარია, ოჯახი აქ ვართ ♥”

მილიარდერმა ბიძინა ივანშვილმა ქართულ პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა და მას შემდეგ ბერა მამის გადაწყვეტილების რეკლამას ფეისბუქის საკუთარ ფან გვერდზე აქტიურად ეწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი