ახალი ამბები

ბერას “ქართული ოცნება” ფეისბუქით დღეს გავრცელდება

14 ოქტომბერი, 2011 • • 1057
ბერას “ქართული ოცნება” ფეისბუქით დღეს გავრცელდება

ბერა
ბერა

ბიძინა ივანიშვილის შვილის, მომღერალ ბერას კლიპის, „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია დღეს საღამოს, თბილისის დროით 8 საათზე, ფეისბუქზე გაიმართება.

„ახალი კლიპი “ქართული ოცნება”- დღეს საღამოს 8 საათზე!!! ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო ეს კლიპი ტელევიზიით არ გავა. მხოლოდ თქვენთვის, მხოლოდ ამ გვერდზე! ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. „შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა…“ – ასეთი შინაარსიის განცხადება ბერას ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქში რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

კლიპი და სიმღერა „ქართული ოცნება“ ბერამ მამის, ბიძინა ივანშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიუძღვნა. განცხადების ქვემოთ გამოქვეყნებულ კომენტარებში მომღერალი წერს: „ველოდები ველოდებიიი…. ტელევიზიას და ძველ გაფუჭეფულ ”რადიოლას” ერთო და იგივე ფუნქცია აქვს დღეს, მთავარია, ოჯახი აქ ვართ ♥“

მასალების გადაბეჭდვის წესი