ახალი ამბები

საქართველოს დატოვებამდე ფურნიეს სააკაშვილი ბრწყინვალების ორდენით აჯილდოვებს

14 ოქტომბერი, 2011 • 1056
საქართველოს დატოვებამდე ფურნიეს სააკაშვილი ბრწყინვალების ორდენით აჯილდოვებს

ერიკ ფურნიე
ერიკ ფურნიე

საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ერიკ ფურნიე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასახლეში იმყოფება. სააკაშვილის ოფიციალური ფეისბუქ–გვერდის ცნობით, რამდენიმე წუთში სააკაშვილი  ფურნიეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენს გადასცემს.

ერიკ ფურნიე საფრანგეთის ელჩად საქართველოში 2007 წელს დაინიშნა და  რამდენიმე დღეში შეწყვეტს საქართველოში აღნიშნულ საქმიანობას. ფურნიემ უკვე გამოაქვეყნა თავისი ბოლო სიტყვა საფრანგეთის საელჩოს საიტზე:

“დიდი სინანულითა და მღელვარებით გემშვიდობებით მას შემდეგ, რაც საქართველოში ოთხ წელიწადზე მეტი გავატარე. ეს იყო არაჩვეულებრივი, დაძაბული წლები, რომლებმაც ამ თანამდებობაზე ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. თვრამეტი თვე ევროკავშირის ადგილობრივი თავმჯდომარეობა ჩემი აქ ყოფნის ძლიერი მომენტი იყო, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა მოვლენებს ჰქონდა ადგილი : « იმედი »-ს დარბევა 7 ნოემბერს, 2008 წლის ზაფხულის კონფლიქტი, რუსი და ქართველი ტყვეების გაცვლა იგოეთის ხიდზე, ევროპელი ჟანდარმების ჩამოსვლა 8 სექტემბრის შეთანხმების შესაბამისად, ევროპის სახლის გახსნა და ა.შ. 

მაგრამ არის ბევრი სხვა მომენტიც, ნაკლებად მედიატიზებული, რომელმაც ჩემი მისია დაუვიწყარი გახადა. შეხვედრები, გასეირნებები, ექსკურსიები მთაში, პოლიფონიური სიმღერის სადიდებელი საღამოები, მეგობრების შეძენა”, – ნათქვამია საფრანეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ფურნიეს მიმართვაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი