ახალი ამბები

ირანი მხარს უჭერს აზერბაიჯანის კანდიდატურას გაეროს უშიშროების საბჭოში

14 ოქტომბერი, 2011 • • 1056
ირანი მხარს უჭერს აზერბაიჯანის კანდიდატურას გაეროს უშიშროების საბჭოში
აზერბაიჯანში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მუჰამედ ბაგირ ბაჰრამის განცხადებით, ირანი მხარს დაუჭერს გაეროს უშიშროების საბჭოში აზერბაიჯანის კანდიდატურას არა მუდმივ წევრად დანიშვნის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “აპა” ავრცელებს.

“ირანს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის გაეროს უშიშროების საბჭოში არა მუდმივ წევრად დანიშვნა რეგიონის ინტერესებში შედის,” – აღნიშნავს ელჩი.

გაეროს უშიშროების საბჭოს არა მუდმივი 10 წევრი ქვეყანა აღნიშნულ ადგილზე ერთი წლის ვადით ინიშნება. აფრიკის ჯგუფიდან– 3, აზიიდან – 2, აღმოსავლეთ ევროპიდან – 1, ლათინური ამერიკიდან – 2, დასავლეთ ევროპიდან – 2 ქვეყანაა წარმოდგენილი.

არჩევნები ჩვეულებრივ ყოველი წლის ოქტომბერში ინიშნება. აზერბაიჯანი აღმოსავლეთ ევროპის სახელით წარდგება. მასთან ერთად კიდევ უნგრეთისა და სლოვენიის ქვეყნების კანდიდატურებია წამოყენებული.    

მასალების გადაბეჭდვის წესი