ახალი ამბები

შალვა რამიშვილი ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის მზადაა

14 ოქტომბერი, 2011 •
შალვა რამიშვილი ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის  მზადაა

შალვა რამიშვილი
შალვა რამიშვილი

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა დღეს, 14 ოქტომბერს, ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც გამოთქვა ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის სურვილი. გთავაზობთ რამიშვილის განცხადებას:

“ეს არის ჩემი მიმართვა. ძალიან ბევრი მეკითხება იმაზე, თუ რას ვაპირებ. აი, ჩემი პასუხი:

1. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის რესურსები (ფინანსური და ინტელექტუალური), მისი კავშირები და ის დიდი ნდობა, რაც მას მოსახლეობაში აქვს, იძლევა დიდ შანსს იმისა, რომ მიშა მოვიშოროთ.

2. მე მინდა მივიღო ამ საქმეში მონაწილეობა

3. მე მინდა გავაკეთო “დარდუბალა”

4. მე მიმაჩნია, რომ “მაესტრო”, რომელშიც მე ვმუშაობ, არაა მიკერძოებული. მე ვიცი, როგორ იმართება ეს ტელევიზია და ვთვლი, რომ ივანიშვილი ცდება, როცა ამ არხს სააკაშვილის სპეცდანიშნულების ტელევიზიას უწოდებს

5. მე არ მომწონს, როცა ბიძინა ივანიშვილი მე მადარებს ეროსის ხელის ბიჭს. მაგრამ ამ თემაზე საუბარს უშუალოდ მასთან ვაპირებ. რადგან მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩემგან განსხვავებული წარმოდგენა ტელეჟურნალისტიკაზე და ეს უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ეს იმდენად ბუნებრივი რექციაა, რომ გამიკვირდება ვინმემ თუ ვერ გამიგო.

7. მე მიმაჩნია, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ “მაესტროში”, არის ძალიან ეფექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის. მიმაჩნია, რომ გადაცემები, რომლებსაც მე ვაკეთებ ხელს უწყობს იმ იდეალების მიღწევას, რომლებზეც თავად ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა მიმართვებში

8. იგივე მინდა ვთქვა ჩემი კოლეგების შესახებ, რომლებიც ჩემთან ერთად (და ჩემამდე დიდი ხნით ადრე) ქმნიდნენ “მაესტროს.”

მილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა , რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ჩართვა სურს, 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლობა შესთავაზა, სანაცვლოდ კი სარედაქციო დმაოუკიდებლობის უზრუნველყოფის პირობა დადო.

ივანიშვილმა იმავე განცხადებაში კონკრეტული შეთავაზება “მესტროს” ჟურნალისტ შალვა რამიშვილსაც გაუკეთა. კერძოდ, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ რამიშვილს ახალი “დარდუბალას” [პოპულარული ანიმაციური სერიალი პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც შევარდნაძის მმართველოს დროს გადაიცემოდა ტელევიზიით] გადაღებას დაუფინანსებს.

”არსებობს უამრავი დეტალი, რომელიც პირისპირ შეხვედრისას უნდა განვიხილოთ, ამიტომ ბატონმა ივანიშვილმა გამონახოს დრო და შემხვდეს,” – ასე უპასუხა ივანიშვილის შეთავაზებას შალვა რამიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი