ახალი ამბები

ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მცირდება

14 ოქტომბერი, 2011 • 986
ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მცირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველად იუწყება იმის შესახებ, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად იკლებს.

2011 წლის „ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ანგარიშის“ მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წარადგინა, ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობის კლებასთან ერთად შემცირდა ტუბერკულოზით დაღუპულთა რიცხვიც– ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოლფიო ორგანიზაციის მონაცემის მიხედვით, 2010 წელს  ტუბერკულოზით დავადებულთა რაოდენობა 2005 წელთან შედარებით 8,8 მილიონით შემცირდა. 2005 წელს დაავადებულთა რიცხვი 9 მილიონი იყო.

შემცირებულია 1990–2010 წლების პერიოდში სიკვდილიანობის კოეფიციენტი 40 % –ით. ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენს აფრიკა, სადაც წინასწარი მონაცემით 2015 წლისთვის სიკვდილიანობა 50 % მდე შემცირდება.

„იმის მიუხედავად, რომ სულ უფრო და უფრო მცირდება ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი, ამან არ უნდა დაგვამშვიდოს. მე დაჟინებით მოვუწოდებ ქვეყნებს, კვლავაც გაეწიოს დახმარება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე ღარიბ და მოწყვლად მოსახლეობას მსოფლიოში“,– განაცხადა გაეროს განერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი