ახალი ამბები

გაერო: სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3000–ს მიაღწია

14 ოქტომბერი, 2011 • 1044
გაერო:  სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3000–ს მიაღწია

გაეროს მონაცემებით, ბოლო შვიდი თვის მანძილზე პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების შედეგად სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3000–ს მიაღწია.

BBC-ის ცნობით, ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის, ნავი პილეის თქმით, დაღუპულთა შორის 187 ბავშვია, ხოლო 100 ადამიანი ბოლო 10 დღის მანძილზე დაიღუპა.

გაეროს სპიკერის, რუპერტ კოლვილის თქმით, ასობით სირიელი დაპატიმრებული და ნაწამები იქნა ამ ხნის მანძილზე.

გაეროს რეზოლუციას, რომლითაც სირიის მოქმედ ხელისუფლებას შესაბამისი “ზომების” მიღება ემუქრებოდა დასავლეთის მხრიდან, თუკი არ შეწყდებოდა ოპოზიციონერების პროტესტის მონაწილეთა დევნა და რეპრესიები, ვეტო მიმდინარე თვეში ჩინეთმა და რუსეთმა დაადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი