ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, თბილისში ძლიერი ქარის გამო 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა

22 აპრილი, 2016 • 1316
საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, თბილისში ძლიერი ქარის გამო 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, თბილისში ძლიერი ქარის გამო დაახლოებით 50 გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ გამოძახებების რაოდენობა იზრდება და დაზუსტებით დილით ეცოდინებათ.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის [02:00] დაშავებული არავინ არის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად (22 აპრილი, 02:20 საათი) თბილისში ქრის ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15/20-25/30მ/წმ, ტემპერატურა კი 8 გრადუსია. ამავე დეპარტამენტის პროგნოზის თანახმად, 23 აპრილს საქართველოში გამოიდარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი